Реферат: და მეცნიერების მინისტრის
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება N 841
2006 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი
ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ
”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ,
1. დამტკიცდეს თანდართული ეროვნული სასწავლო გეგმა.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 მაისის N417 ბრძანება ”ეროვნული სასწავლო გეგმის კომპონენტის დამტკიცების შესახებ.”
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
ეროვნული სასწავლო გეგმა
(ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის)
ეროვნული სასწავლო გეგმა
თავი 1. სწავლისა და სწავლების ძირითადი პრინციპები
საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება (6.09.2007 N 808)
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურები
ზოგადი განათლება სკოლებში იყოფა სამ საფეხურად: დაწყებით, საბაზო და საშუალოდ. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1–6 კლასებს, საბაზო 7–9, ხოლო საშუალო 10–12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1–9 კლასებს.
დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია
ჩამოაყალიბებინოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ საბაზო საფეხურზე ეფექტურად სწავლისთვის;
შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;
შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ–ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება.
საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია
მიაღწევინოს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში აღწერილ საგანმანათლებლო იდეალებს;
ჩამოაყალიბოს წინაპირობები მოსწავლეების მომავალი არჩევანისთვის, აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას მომავალში და თუ აპირებს რა სახით;
შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის, უნარ–ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში.
საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია
შეუქმნას მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში აღწერილი იდეალების დახვეწის პირობები;
შეუქმნას მოსწავლეს პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად;
შეუქმნას მოსწავლეს პირობები, რათა მან სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში).
კალენდარი
სასწავლო წელი ითვალისწინებს სამ მესამედს, ანუ სამ ტრიმესტრს. ეს მეტ საშუალებას იძლევა შუალედური შეფასებებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას. სასწავლო წელი მინიმუმ 180 სასწავლო დღეს (დაახლოებით 36 კვირას) გრძელდება. ტრიმესტრი გრძელდება 12 კვირას. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია კვირაში 6 დღე სწავლება, მაგრამ ზოგადად იგულისხმება ხუთდღიანი სასწავლო კვირა.
მოსწავლეების რაოდენობა
რეკომენდირებულია, რომ მოსწავლეების რაოდენობა გაკვეთილზე არ აღემატებოდეს 25–ს, ხოლო მასწავლებელს საერთო ჯამში 125 მოსწავლეზე მეტი არ ჰყავდეს. მოსწავლეების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა კლასებში არის 30. ეს ორმხრივად დაიცავს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, უკეთ ისწავლონ შეზღუდული ზომის კლასებში. მასწავლებელს კი ამ სისტემით ეყოლება მოსწავლეების ისეთი მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც სასწავლო პროცესის ჯეროვნად დაგეგმვის და განხორციელების საშუალებას მისცემს.
მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განმსაზღვრელი წესი ეხება მხოლოდ 2005–06 სასწავლო წელს სკოლაში მოსულ პირველ კლასელების ორგანიზებას და ყოველ შემდგომ თაობას (ანუ 2007–08 სასწავლო წელს ეხება პირველ, მეორე და მესამე კლასელებს და ა.შ.). უფრო მაღალ კლასებში სკოლებმა შიძლება შემოიღონ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოქმედებით არ გამოიწვევს მოსწავლეების ან მასწავლებლების სკოლიდან დათხოვას.
მოსწავლეების დაყოფა სიძლიერის მიხედვით
დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში სიძლიერის მიხედვით, ისევე როგორც დაუშვებელია, რომ საჯარო სკოლამ რომელიმე ნიჭის ან ცოდნის მქონე მოსწავლეები მიიღოს და სხვებს უარი უთხრას სწავლაზე. სხვადასხვა ნიჭისა და ცოდნის მოსწავლეები ერთმანეთს ავსებენ გაკვეთილებზე, ერთმანეთს ეხმარებიან ახალი გამოცდილების შეძენაში და შესაბამისად არა მარტო უფრო მცოდნეები ხდებიან, არამედ უკეთეს მოქალაქეებადაც ყალიბდებიან.
ხელშეწყობა სკოლის საერთო კულტურის ჩამოყალიბებისთვის
იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს შანსი, უკეთ გაიცნოს ყველა თანატოლი, სასურველია წლის ბოლოს პარალელური კლასების მოსწავლეების ერთმანეთში შერევა. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ არ ჩამოყალიბდეს მოსწავლეთა პატარ– პატარა ჯგუფები, რომლებიც ერთად ყოფნის შემთხვევაში ხშირად აფერხებენ გაკვეთილის მსვლელობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სისტემაში მოსწავლე მასწავლებელს იცვლის. ეს კი მის სხვადასხვა სტილის სწავლებასთან ზიარებას უწყობს ხელს. ეს წესი არ არის სავალდებულო, მაგრამ რეკომენდებულია, განსაკუთრებით კი საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
იმისთვის, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება უკეთ გაიცნონ საკუთარი თანატოლები, რომლებიც სხვა ჯგუფებში სწავლობენ სასურველია, რომ სკოლამ ხელი შეუწყოს სპორტულ, სახელოვნებო ან საკლუბო აქტივობებს, სადაც სხვადასხვა განაყოფების მოსწავლეები იქნებიან გაერთიანებული.
სადამრიგებლო პროგრამა
დაწყებით საფეხურზე ყველა კლასს თავისი დამრიგებელი ჰყავს. თუ კლასში დაწყებით საფეხურზე 20 მოსწავლეზე მეტი სწავლობს, სასურველია, კლასს ორი დამრიგებელი ჰყავდეს. საბაზო და საშუალო საფეხურებიდან დასაშვებია, რომ დამრიგებელი ჰყავდეს არა კლასს, არამედ მოსწავლეების გარკვეულ ჯგუფს. საბაზო და საშუალო საფეხურებზე დამრიგებელი უკეთეს შემთხვევაში მაქსიმუმ 15 მოსწავლეს ადევნებს თვალყურს. არ არის აუცილებელი, რომ დამრიგებელი ასწავლიდეს ამ მოსწავლეებს.
დამრიგებელს ევალება:
მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
მშობლებისთვის შვილის მიღწევების გაცნობა მინიმუმ ყოველი ტრიმესტრის ბოლოს.
დამრიგებელი ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს მშობლებს შვილის მოსწრების საკითხებს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ მეორის მშობელთან ან მის თანდასწრებით საუბარი. თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია გაიგოს გაცდენის მიზეზი ყოველი ასეთი შემთხვევისას. ამ ყველაფრის მისაღწევად აუცილებელია, რომ დამრიგებელი პერიოდულობით ეკითხებოდეს საგნების მასწავლებლებს მის სადამრიგებლო კლასში არსებული მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. დამრიგებელი ასევე პასუხისმგებელია ყოველი ტრიმესტრის და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლოს მოსწავლეების ნიშნების დროულად და ზუსტად შეტანაზე სასკოლო ნიშნების ფურცელში, სადაც ხდება ამ ნიშნების აღრიცხვა.
დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას სკოლაში უკეთ მოღვაწეობაში, ხელს უწყობს მას საკუთარი მიდრეკილებების კლუბებსა ან წრეებში განვითარებაში, ეხმარება მომავალი პროფესიების არჩევაში, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში და სხვა. ძირითადად დამრიგებელი აწესრიგებს თავის სადამრიგებლო მოსწავლეების დოკუმენტაციას. თუმცა პატარა სკოლაში შეიძლება ეს ფუნქცია დირექტორის მოადგილემაც ( სასწავლო ნაწილმაც) შეითავსოს.
მასწავლებლების მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვა
ყველა სკოლაში (სადაც ერთზე მეტი საგნის მასწავლებელია) სასურველია არსებობდეს საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა კათედრები, რომლებიც საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელს გააერთიანებს. კათედრა საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებლის ერთობლიობის პირობითი სახელია. კათედრების მუშაობის ფუნქციები შეიძლება იყოს:
საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;
ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
სახელმძღვანელოების შერჩევა;
შეფასების კომპონენტების შემუშავება და აღწერა
სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.);
პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ.
კათედრის ეფექტური მუშაობისთვის სასურველია თავმჯდომარის არჩევა ერთი წლის ვადით. სასურველია თავმჯდომარედ იგივე მასწავლებელი აირჩეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე. თავმჯდომარის ფუნქციებია:
რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ოქმებისა და საბუთების წარმოება);
საგნობრივი ჯგუფის საბჭოების გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის (მაგ. წიგნების არჩევის თაობაზე);
პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (ტრენინგების, კონფერენციების და სხვა. მოწყობა).
შესაძლებელია კათედრებმა შემოიღონ თითოეულ საგნობრივ ჯგუფში საუკეთესო მოსწავლის (საფეხურის ან კლასის მიხედვით) პრიზი, რომელიც ყოველ წელს სკოლის დამთავრებისას საერთო შეკრებაზე გადაეცემა.
კათედრის მუშაობა ეფეტქიანი იქნება თუ მისი წევრები რეგულარულად შეიკრიბებიან (ერთხელ მაინც თითო ტრიმესტრში). სასურველია კათედრის შეკრება წლის დასაწყისში. ამ შეკრებებზე კარგი იქნება, რომ კათედრაზე მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამებისა და შესაბამისად არჩეული სახელმძღვანელოების განხილვა. წლის დასაწყისში გამართულ კათედრის შეხვედრაზე სასურველია, რომ მოხდეს საგნობრივი პროგრამის შემადგენელი ნაწილებზე საუბარი იმისთვის, რომ წინასწარ იქნეს დასახული გეგმები: თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი; რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისას და ა.შ. ტრიმესტრების ბოლოს კათედრის შეხვედრისას ასევე უნდა გადაიხედოს საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობა. ამ დროისთვის უნდა მოხდეს პრობლემების გამოვლენა და შეფასება, თუ რა ხარისხით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების მიღწევა.
სასკოლო სასწავლო გეგმა
კანონი ”ზოგადი განათლების შესახებ” განმარტავს, რომ სასკოლო სასწავლო გეგმა არის – „სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ დატვირთვას აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის ფარგლებში; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;“
ამავე კანონით თითოეული სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით ვალდებულია შეიმუშავოს საკუთარი, სასკოლო სასწავლო გეგმა. სასკოლო სასწავლო გეგმას შეიმუშავებს (შესაძლებელია კათედრების მუშაობის საფუძველზე) პედაგოგიური საბჭო დირექტორის მონაწილეობით. პედაგოგიური საბჭო ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა განახლდეს ყოველწლიურად.
სასკოლო სასწავლო გეგმის აუცილებელ ნაწილებს შეადგენს:
სასკოლო საათობრივი ბადე
ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება
სახელმძღვანელოების ჩამონათვალი
შეფასების პრინციპები (საგნების და კლასების მიხედვით ჩამოყალიბებული შეფასების კომპონენტები, აუცილებელი მინიმუმი, რომელიც მოსწავლემ უნდა დაძლიოს კლასიდან კლასში გადასაყვანად, შიდა სასკოლო ტესტირებები თუ სხვ.)
სადამრიგებლო პროგრამა
ინკლუზიური განათლება
სასკოლო საათობრივი ბადე
სასკოლო საათობრივი ბადე მოიცავს თითოეული კლასის მიხედვით დაზუსტებულ გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს თუ რომელ კვირის დღეს და რა დროის მონაკვეთში, რომელი საგანი ისწავლება. აქვე მითითებული უნდა იყოს ვინ ასწავლის ამ საგნებს. ამავე ბადეში უნდა იყოს აღნიშნული ყველა დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, ასევე დროის და პედაგოგის/წრის ხელმძღვანელის თუ სხვ. მითითებით.
ყველა სკოლას შეუძლია საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში შესთავაზოს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ეს შეიძლება იყოს დამატებითი საგანი ან წრე. დამატებითი საგანი შეიძლება ისწავლებოდეს ფაკულტატურ ან სავალდებულო სახით.
ფაკულტატურ საგანზე დასწრება ხდება მოსწავლეების სურვილის მიხედვით. სავალდებულო დამატებით საგანზე დასწრება აუცილებელია ყველა მოსწავლისთვის. (მაგ. შეიძლება საგანი ეკონომიკა მეშვიდე კლასში ისწავლებოდეს ფაკულტატურ საგნად. ამ შემთხვევაში ამ საგანს ესწრება მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ. შეიძლება იგივე საგანი სკოლამ შემოიღოს სავალდებულო საგნად. ამ შემთხვევაში ყველა მეშვიდე კლასელი ვალდებულია იაროს ამ საგანზე).
იმისთვის, რომ სკოლამ შეთავაზოს თავის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი ან გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება აუცილებელია, რომ სკოლამ სასწავლო წლის დაწყებამდე წერილობით განმარტოს:
ა) ასეთი სახის მომსახურების ჩამონათვალი
ბ) უნდა დაზუსტდეს თუ რა სახით ისწავლება ეს საგნები. აქ უნდა განიმარტოს ისიც, თუ რამდენად არის ეს საგანი სავალდებულო ან ფაკულტატური მოსწავლეებისთვის.
გ) დამატებითი საგნებისთვის სკოლამ უნდა შეიმუშავოს თითოეული საგნის სასწავლო გეგმა (თუ ასეთი გეგმა უკვე არ არის მოცემული ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში) რომელიც უნდა მოიცავდეს თითოეული საგნის შესწავლის მიზნებს (სადაც იქნება ჩამოყალიბებული თუ რა ინფორმაციას, უნარებს და დამოკიდებულებების განვითარებასა და შესწავლას ითვალისწინებს ეს კურსი), შეფასების პრინციპებს (იქნება თუ არა ამ საგანში სწავლა შეფასებული ჩვეულებრივი ნიშნებით ან ჩათვლების სისტემით) და საჭირო სასწავლო მასალის ჩამონათვალი (სახელმძღვანელოები, სხვა რაიმე წიგნები ან რვეულები).
სასწავლო მასალა
აუცილებელია, რომ ყოველმა საჯარო სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ დაამტკიცოს იმ სახელმძღვანელოების ან სხვა რაიმე წიგნების ნუსხა რომლებსაც მასწავლებლები რეგულარულად იყენებენ სასწავლო პროცესში. სახელმძღვანელოების შერჩევა სასურველია მოხდეს საგნობრივი კათედრის შეხვედრაზე. თითოეულ კლასში უნდა იყოს შერჩეული მაქსიმუმ ერთი სახელმძღვანელო (განაყოფების ჩათვლით, ანუ მაგ. მესამე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო ერთია მთელი სკოლისთვის), მინიმუმ 3 წლით (არჩევანის ძალაში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი სასწავლო გეგმის დანერგვასთან ერთად სახელმძღვანელოებიც იცვლება)
სახელმძღვანელოების არჩევა და გამოყენება თითოეული საგნისთვის საჭიროებს სერიოზულ დაფიქრებას და შემდეგი წესების სრულ დაცვას:
თითოეულ კლასის ყველა განაყოფში უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი;
თითოეული სახელმძღვანელო ხმარებაში უნდა იყოს მინიმუმ 3 წლით. (შესაბამისად, წლის განმავლობაშიც სახელმძღვანელოს შეცვლა დაუშვებელია);
სახელმძღვანელოების არჩევა უნდა მოხდეს კათედრის მიერ;
სახელმძღვანელოების არჩევა უნდა მოხდეს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე;
მასწავლებელს აქვს უფლება სწავლებისას გამოიყენოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოების სიაში არშესული წიგნები ან სხვა სასწავლო მასალები, თუ ის თვლის, რომ ეს წიგნი მას გამოადგება ეროვნული სასწავლო გეგმაში ასახული მიზნების მიღწევაში;
არჩეული სახელმძღვანელოების სია გამოკრული უნდა იყოს მშობლებისთვის თვალსაჩინო ადგილას .
სახელმძღვანელოებით სარგებლობისას მასწავლებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ სახელმძღვანელო არის ერთერთი საშუალება და არა ერთადერთი, რომელიც ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში მოცემული შედეგების მიღწევას. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმძღვანელო არ არის თავისთავად პროგრამა - შესაბამისად მასწავლებელი არ უნდა იყოს სახელმძღვანელოში მოცემული ”მასალის გავლაზე” ორიენტირებული, არამედ აქცენტი გააკეთოს სახელმძღვანელოებში მოცემული ტექსტების, სავარჯიშოებისა თუ ილუსტრაციების გამოყენებაზე საგნობრივი სტანდარტების შედეგების მისაღწევად. მასწავლებლის არგებს სახელმძღვანელოს მოსწავლეების საჭიროებებს და არა პირიქით, როდესაც მასწავლებელი ცდილობს მოერგოს სახელმძღვანელოს. მასწავლებელს შეუძლია სწავლების პროცესს მიუდგეს შემოქმედებითად, არ გამოიყენოს რომელიმე ტექსტი ან აქტივობა, შეცვალოს დროის ხანგრძლივობა, რომელიც რომელიმე კონკრეტულ თემას ეთმობა, გადაანაცვლოს პარაგრაფების თანამიმდევრობა, დაამატოს საკუთარი აქტივობები და სხვ.
შეფასების პრინციპები
სკოლამ უნდა დაადგინოს ზოგადი შეფასების პრინციპები, რომლითაც მისი ყველა მასწავლებელი იხელმძღვანელებს. სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს:
ა) რა არის ის მინიმალური ბარიერი, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეს იმისთვის, რომ კლასიდან კლასში გადავიდეს?
ბ) რა არის ის მინიმალური ბარიერი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მოსწავლეს იმისთვის, რომ საგნის დაძლევა დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალოს. აქვე უნდა იყოს განმარტებული, რა ალტერნატივებს სთავაზობს სკოლა იმათ, ვინც წლის დამთავრებისთვის ვერ შეძლებს ამ ბარიერის დაძლევას. თუ არსებობს ე.წ. „საშემოდგომო“ რა იგულისხმება მის ფარგლებში? (მაგ. აძლევს თუ არა მასწავლებელი კონკრეტულ დავალებას მოსწავლეს, იცის თუ არა ამ უკანასკნელმა თუ რის მიხედვით შეფასდება, აქვს თუ არა მას გამოცდა, თუ მოეთხოვება გარკვეული ნაშრომის წარმოდგენა და სხვ.)
გ) როგორ ხდება იმ მოსწავლეების შეფასება, რომლებიც ხშირად აცდენენ სკოლას საპატიო მიზეზების გამო? სკოლამ უნდა შეიმუშავოს საკუთარი წესი, რომელიც განმარტავს რამდენია დასაშვები ზღვარი გაცდენების და როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე, რომელსაც ამ ზღვარზე მეტი გაცდენა აქვს? (მაგ. როგორ უნდა აღიდგინოს გაცდენილი მასალა, დაჭირდება მას თუ არა დამატებითი გაკვეთილები და სხვ.)
დ) რა კომპონენტებით ფასდება მოსწავლეები კონკრეტულ საგანში და თითოეული კომპონენტის აღწერა
სასკოლო შეფასების სისტემის შემუშავებისას გასათვალისწინებელი აუცილებელი მიდგომები
აკადემიური მოსწრების შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი. უნდა შეფასდეს არა მარტო ინფორმაციის ფლობა, არამედ შეძენილი უნარ–ჩვევები, აზროვნების დემონსტრირების ფორმები და სხვა. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის არ არის საკმარისი მოსწავლე მხოლოდ საკონტროლოების და ტესტების შედეგების საფუძველზე შეფასდეს. მასწავლებელი უნდა აფასებდეს მოსწავლეს დაკვირვების შედეგად დაგროვილი მონაცემების, ნამუშევრების კრებულების, პრეზენტაციების, მოსწავლისავე თვითშეფასების, ჯგუფური მუშაობის თუ სხვა ტიპის აქტივობების მიხედვით. მასწავლებელმა შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხარისხი (სახლში მიცემული დავალების შესრულების ხარისხი, გაკვეთილზე აქტიურობა, შემოქმედებითობა და სხვა). აუცილებელია მოსწავლემ წინასწარ იცოდეს, თუ რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.
დაბალი ნიშნით შეფასება დისციპლინური სასჯელის მოტივით არ არის გამართლებული. საგნის ნიშანი გამოხატავს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას. მოსწავლე არასათანადო საქციელისთვის (რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასწავლო პროცესთან) საგნის ნიშნით არ უნდა დაისაჯოს. თუ მოსწავლე გაკვეთილებზე არასათანადოდ იქცევა, ეს ავტომატურად იმოქმედებს მის აკადემიურ მოსწრებაზე, რაც შესაბამისად ნიშნავს, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრება მის შესაძლებლობებთან შედარებით დაბალი იქნება.
ნიშნების წერის სისტემა
შეფასების სისტემა ათ ქულიანია. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი– ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, რომ აკადემიურ მოსწრებაში პროგრესი და რეგრესი დაანახოს მოსწავლეს.
დაწყებით საფეხურზე (1–6 კლასები) მოქმედებს ნიშნების დაწერის სპეციალური სქემა. 1–4 კლასებში წლიური შეფასება ნიშნებით არ ხდება. ამ კლასებში ტრიმესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა თითოეულ მოსწავლეს უნდა დაუწეროს მოკლედ შემაჯამებელი კომენტარი ტექსტის სახით, სადაც დაახასიათებს მოსწავლის წარმატებებს და მისცემს რჩევებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისთვის.
5–6 კლასებში ხდება უკვე ნიშნების დაწერა 10 ქულიანი სისტემით. 5-6 კლასებში და საბაზო და საშუალო საფეხურებზე ფიზიკურ აღზრდაში მოსწავლე ფასდება სისტემით: არ ჩაეთვალა, ჩაეთვალა, წარჩინებით ჩაეთვალა.
ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:
საგნის ტრიმესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ ტრიმესტრში
საგნის წლიური ნიშანი – ტრიმესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში
საერთო წლიური ნიშანი – ნიშანი, რომელიც გამოხატავს ყველა საგნის შეფასების ერთობლიობას
საერთო საფეხურის ნიშანი – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურების საერთო შეფასება
რახან ოფიციალური სტატუსი არ აქვს მიმდინარე, ყოველდღიურ ნიშნებს, შესაბამისად არ არის აუცილებელი, რომ სკოლაში, ყველა მასწავლებლისთვის არსებობდეს ერთი და იგივე ტიპის ჟურნალი, რომელშიც ის აწარმოებს ყოველდღიურ შეფასებას. დასაშვებია ისიც, რომ მასწავლებლებმა ყოველდღიური ნიშნები, შეფასებები თუ კომენტარები ჩაიწერონ საკუთარ უბის წიგნაკებში. თუ მშობელს აინტერესებს თავისი შვილის მოსწრება, ის პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეს დამრიგებელს და თხოვოს მას ინფორმაციის შეგროვება მისი შვილის წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესახებ. დამრიგებელი ვალდებულია სხვადასხვა მასწავლებელს დაეკითხოს ამ მოსწავლის შესახებ, რის შემდეგაც ის მშობელს ხვდება და გააცნობს ინფორმაციას შვილის სწავლისა თუ ქცევის შესახებ.
შეფასების ორი ძირითადი ტიპი
სკოლაში ძირითადად მისაღებია ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. როდესაც მასწავლებელი ნიშანს უწერს მოსწავლეს და მხოლოდ ამით შემოიფარგლება ეს ნიშანი განსაზღვრავს მოსწავლის მიღწევის დონეს დასახულ მიზნებთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც მასწავლებელი შეფასების ისეთ ფორმას იყენებს, რომელიც მოსწავლეს არა მხოლოდ საკუთარი მიღწევის დონის განსაზღვრაში ეხმარება, არამედ განვითარებაშიც ეს განმავითარებელი შეფასებაა. განმავითარებელი შეფასების ტიპიური ფორმაა კომენტარები, რომელიც ტრიმესტრის განმავლობაში ან ბოლოს, ან რომელიმე დავალების შესრულების შემდეგ იწერება და რომელიც აღწერს ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ამავდროულად შეიცავს რეკომენდაციებს მიღწევების გაუმჯობესების თაობაზე. განმავითარებელი შეფასების ერთერთი სხვა გავრცელებული ხერხია შეფასების ცხრილების (რუბრიკების) გამოყენება.
მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მუდმივად გამოყენება სწავლის პროცესში. რეკომენდებულია, რომ განმავითარებელი შეფასების წილი სასწავლო პროცესისას უფრო მეტი იყოს ვიდრე განმსაზღვრელის.
ტრიმესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები
მოსწავლის ნიშანი უნდა გამომდინარეობდეს მის მიერ საგნის შესწავლის სხვადასხვა კომპონენტებისგან. მოსწავლეები შესაძლებელია შეფასდეს შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
ა) გაკვეთილზე ჩართულობა
ბ) საშინაო დავალებები
გ) მიმდინარე საკლასო დავალებები
დ) შემაჯამებელი დავალებები (საკონტროლო/გამოცდა/ტესტირება და სხვ.)
ე) პროექტები
ვ) დამატებითი კომპონენტი, რომელიც არა უმეტეს საერთო შეფასების 10%ია და რომელიც მოსწავლეების მიერ დგინდება (მაგ. ორგანიზებულობა, შემოქმედებითობა, ჯგუფში ეფექტური მუშაობა და სხვ.)
თითოეული საგნის სწავლებისას, სკოლა კათედრების მეშვეობით ადგენს მინიმუმ სამ კომპონენტს პირველი ხუთიდან რომელსაც ანიჭებს პროცენტულ წონებს 90%ის ფარგლებში. დანარჩენი 10 პროცენტის განაწილება ხდება მასწავლებლის მიერ უკვე მოსწავლეებთან შეთანხმებით. პირველად მასწავლებლები აცნობენ მოსწავლეებს კათედრის მიერ შემუშავებულ კომპონენტებს და უხსნიან თუ რას მოელიან თითოეული კომპონენტის შეფასებისას. ამის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ეძებენ იმ კრიტერიუმს, რომელიც მათი აზრით კარგი იქნებოდა რომ დამატებით ათი პროცენტის ფარგლებში ყოფილიყო გამოყენებული. მასწავლებელი შესაძლებელია ეხმარებოდეს მოსწავლეებს ამ კომპონენტის გააზრებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა თვითონ გადაწყვიტონ ამ კომპონენტის რაობა და შეფასების დონეები.
თითოეულ კომპონენტის მიხედვით დგება შეფასების დონეები ერთიდან ათამდე, რომელიც განმარტავს თუ რა ქულები იწერება სხვადასხვა დონის მიხედვით. რეკომენდებულია, ტრიმესტრული შეფასება განმავითარებელი ფორმით იყოს შედგენილი. რეკომენდებულია კომენტარების დაწერა ტრიმესტრის ბოლოს ყველასთვის და ტრიმესტრის შუაში იმათთვის, ვინც აუცილებლად უნდა გამოასწოროს საკუთარი სწავლა, რათა ტრიმესტრული შეფასება დადებითი ჰქონდეს. ტრიმესტრის შუაში ასევე შეიძლება დაიწეროს კომენტარი, თუ მოსწავლემ წინა ტრიმესტრთან შედარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი მოსწრება. ამის აღნიშვნა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს მოსწავლეს იმისთვის, რომ სწავლის ხარისხი ტრიმესტრის ბოლომდე შეინარჩუნოს.
საგნის წლიური ნიშანი
მოსწავლე თითოეული ტრიმესტრის ბოლოს იღებს ტრიმესტრულ შეფასებას. წლის ბოლოს მასწავლებელი ამ სამი ტრიმესტრული შეფასების საფუძველზე საგანში საბოლოო ნიშანს წერს. არ არის აუცილებელი, რომ საგნის წლიური ნიშანი ტრიმესტრული ნიშნების ზუსტი საშუალო არითმეტიკული იყოს. დასაშვებია მინიმალური გადახრა საშუალო არითმეტიკულის შედეგის დამრგვალებისას, მოსწავლის პროგრესისა თუ რეგრესის გათვალისწინებით.
დაუშვებელია, მხოლოდ გამოცდის (ხშირად ეს დამამთავრებელი ტესტირების სახით ხდება ხოლმე სკოლაში) შედეგების მიხედვით მო
თითოეული საფეხურის წარმატებით დასრულება აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლეს შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება ჰქონდეს. წარმატებულად ჩაითვლება ის მოსწავლე, რომელსაც საფეხურის საბოლოო ნიშანი 5–ზე მეტი ექნება.
еще рефераты
Еще работы по разное
Реферат по разное
Коля 18 лет, друг Тани, студент кулинарного училища
18 Сентября 2013
Реферат по разное
М. Ф. Степко Модернізація вищої освіти України І Бол
18 Сентября 2013
Реферат по разное
Екологічної програми розвитку Криму ("Екологічно безпечний Крим") на 2011-2015 роки
18 Сентября 2013
Реферат по разное
Друзья, не плачьте надо мною
18 Сентября 2013